
![]() | ![]() | ![]() | ![]() | ![]() | ![]() | ![]() |
|---|---|---|---|---|---|---|
![]() | ![]() | ![]() | ![]() |
ადგილმდებარეობა და აღწერა.
ბინები
კომპლექსის აღწერა
შპს „გეობილდი“ (ს/ნ 405086115) გთავაზობთ ბინებს და კომერციულ ფართებს საცხოვრებელ კომპლექს „ლაგუნა“-ს ერთ-ერთ მშენებარე კორპუსში.
კომპლექსის ადგილმდებარეობა - გონიო (ბათუმი, აჭარა), I ზოლი, ზღვიდან 80 მეტრში. ნაკვეთის ზუსტი მისამართი: ქალაქი ბათუმი, დასახლება გონიო, ზონა 05, სექტორი 36, კვარტალი 24, ნაკვეთი 045 (საკადასტრო კოდი 05.36.24.045). ჩვენ უკვე გვაქვს სახლის მისამართი: ბათუმი, გონიო, ქ. ანდრია პირველწოდებული 54 ა
საცხოვრებელი კომპლექსი „ლაგუნა“ წარმოადგენს ორ დამოუკიდებელ, თანამედროვე სტილის შენობას, რომლებიც განლაგებულია 901 კვ.მ ფართობის ნაკვეთზე. თითოეული შენობის ფუნდამენტი შეადგენს 155 კვ.მ-ს. დარჩენილი ტერიტორია უკავია გამწვანებას და უფასო პარკინგს.
კომპლექსი განლაგებულია განვითარებული ინფრასტრუქტურის მქონე მიკრორაიონში. აღსანიშნავია, რომ ობიექტთან, სანაპიროზე მისულია ახალგაშენებული ბულვარი. გონიოს პლაჟი ითვლება ერთ-ერთ საუკეთესოდ ბათუმის მიდამოებში.

კომპლექსის ტერიტორიაზე დაგეგმილია უფასო პარკინგი. გარდა ამისა, კომპლექსს ესაზღვრება სახელმწიფო ტერიტორია დაშვებული პარკინგით, რაც ამ რაიონისთვის (ბათუმიდან სარფამდე) იშვიათობაა.
მშენებლობა დამტკიცებულია ქართული კანონმდებლობის შესაბამისად. კომპლექსი შენდება თანმიმდევრულად. გასაყიდად გამოტანილია ბინები და კომერციული ფართები პირველ მშენებარე კორპუსში.
დაწვრილებითი ინფორმაცია კომპლექს „ლაგუნა“-ს შესახებ შესაძლებელია მიიღოთ ჩვენი საინფორმაციო გვერდის და პრეზენტაციის მეშვეობით.
ყურადღება! შესაძლებელია იპოთეკა!
ამ ბანკებში ჩვენ გვაქვს სპეციალური პირობები
ადგილმდებარეობა
ობიექტი მდებარეობს ბათუმიდან 10 წუთის სავალზე. ნაკვეთის კოორდინატებია: 41.33’32.1” N41.33’58.9”E.
პლაჟამადე 80მ-ზე ნაკლებია! რუქაზე ნათელი ზოლი-ბათუმის ბულვარია.


კოპლექსი განლაგებულია პლაჟთან ახლოს, გზის პირას. ფაქტობრივად ყველა ბინას აქვს ხედი ზღვაზე. გარდა ამისა, ირგვლივ მდებარე ბევრი სახლისგან განსხვავებით, კომპლექსს აქვს ინდივიდუალური გასასვლელი ზღვაზე. სადარბაზოდან ბულვარამდე გადის ფეხით სასიარულო ბილიკი, სადაც მდებარეობს კეთილმოწყობილი პლაჟი.
ბინები
პირველი კორპუსი ბარდება 2016 წლის ივნისი. კორპუსი წარმოადგენს თანამედროვე მონოლითურ-ბლოკურ შენობას შუშის ვიტრაჟებით და ლამაზი ფასადით. გარეთა კედლები ამოყვანილია 30სმ სისქის პემზაბლოკით, რაც გაცილებით კარგ იზოლაციას იძლევა, ვიდრე რეგიონში აშენებულ ან მშენებარე სახლებს აქვთ, რომელთა კედლის სისქეც 20სმ-ს არ აღემატება. ჭერის სიმაღლე 2,8 მ-ია. პირველ ორ სართულზე კომერციული დანიშნულების ფართებია გათვალისწინებული. შემდგომ, როდესაც ვსაუბრობთ ჩვენი სახლის საყოფაცხოვრებო უპირატესობებზე, უნდა ავღნიშნოს, რომ ჩვენ ვახდენთ საცხოვრებელი სახლის გაზიფიცირებას. მომხმარებლებისთვის ბუნებრივი აირის ხარჯი გაცილებით მცირეა, ვიდრე ელექტრო ენერგიის მოხმარებისას.
შენობა გამოირჩევა მეტად მოქნილი დაგეგმარების სისტემით. ბინები მცირე ფართისაა, მაგრამ მათი გადაკეთება შესაძლებელია თქვენი შეხედულებისამებრ. შესაძლებელია აგრეთვე ორი ან რამოდენიმე ბინის გაერთიანება საცხოვრებელი ფართობის გაზრდის მიზნით. მზიდი კედლები მხოლოდ გარეგანია.
ყველა ბინას აქვს სრული ან ნაწილობრივი ხედი, როგორც ზღვის, ასევე მთის მხარეს.
თითოეულ ბინას - თავისი ზღვა!!
შენობა ბარდება „თეთრი კარკასის“ პირობით. „თეთრი კარკასი“ გულისხმობს:
-
გალესილი და შეღებილი გარეთა კედლები
-
ვიტრაჟების კონსტრუქციული მონტაჟი
-
სადარბაზოსა და კიბის უჯრედების სრული კეთილმოწყობა
-
აივნებისა და სახურავის კეთილმოწყობა
-
სახლისა და ბინების შესასვლელი კარებების მონტაჟი
-
სახლის გაზიფიკაცია (ცენტრალური მილი სადარბაზოში)
-
ლიფტი
-
აივნების კეთილმოწყობა (მოაჯირი, ფანჯრები, კარები)
-
პანორამული ფანჯრების მონტაჟი (პროექტით გათვალისწინებულ ადგილას)
ჩვენი კომპანია მზადაა თქვენთან თანამშრომლობის გასაგრძელებლად ბინის ყიდვის შემდეგაც. სურვილის შემთხვევაში, გაგირემონტებთ ბინას ეკონომიურიდან ევრორემონტის ჩათვლით.

გარდა ამისა, ჩვენ კომპანია მინიმუ 2 წლის მანძილზე გაგიწევთ ადმინისტრაციულ მომსახურებას და დაგეხმარებათ თქვენი ბინის გაქირავებაში.













